სალომბარდო სესხით სარგებლობის პირობები
“რიკო ექსპრესი” გასცემს სესხებს ოქროს და ძვირფასი თვლების გარანტიით. სესხის რაოდენობა არ არის შეზღუდული და დამოკიდებულია ნივთის სალომბარდო შეფასებაზე. სესხზე პროცენტული სარგებელი განისაზღვრება შემდეგნაირად: 100 აშშ დოლარზე და ზემოთ თანხებზე ყოველთვიური პროცენტი შეადგენს გატანილი თანხის გარკვეულ პროცენტს ხელშეკრულების მიხედვით (ამჟამად 2%), ხოლო 100 აშშ დოლარზე ნაკლებ თანხაზე არის ფიქსირებული გადასახადი ხელშეკრულების მიხედვით (ამჟამად 2 აშშ დოლარი). დაგვიანების შემთხვევაში სესხზე ერიცხება ჯარიმა გატანილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხზე პროცენტის გადახდის თარიღად ითვლება სესხის გამოწერის თარიღი და არა პროცენტის გადახდის თარიღი. დაგვიანების შემთხვევაში პროცენტი და ჯარიმა ითვლება ცალ-ცალკე.
ნივთების გატანის დღეებია – ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი. კლიენტი სესხის დაფარვის შემთხვევაში ნივთებს გაიტანს უახლოეს გატანის დღეს.
სესხის დაფარვა ან პროცენტის გადახდა შეიძლება “რიკო ექსპრესის” ნებისმიერ ფილიალში 24 საათის განმავლობაში.
კომპანია "რიკო ექსპრესს" გააჩნია დაგირავებული ნივთების გადაგირავების უფლება.
სესხით სარგებლობისას აგრეთვე შესაძლებელია სესხის ნაწილობრივი დაფარვა, რის შემდეგაც პროცენტი ითვლება უკვე დარჩენილი თანხიდან. თუ ნაწილობრივი დაფარვა მოხდა პროცენტის გადახდის დღის შემდეგ, უახლოესი პროცენტის გადახდისას აღნიშნული ნაწილობრივი დაფარვა არ იქნება გათვალისწინებული.
სესხის დაფარვის შემთხვევაში სესხის გამოწერიდან (ან პროცენტის გადახდის დღიდან) 10 დღის განმავლობაში ერიცხება თვიური გადასახადის მესამედი, დანარჩენ შემთხვევაში გასული დღეების მიხედვით, თუ სესხი არის 100 აშშ დოლარზე ნაკლები და კლიენტი იხდის ფიქსირებულ გადასახადს, მისი გადასახადი არ ითვლება დღეების მიხედვით და ის იხდის თვიურ გადასახადს.
სალომბარდო ექსპრეს სესხი ვალუტაში – სესხის გაცემის მინიმალური თანხაა 30 აშშ დოლარი ან ევრო ხოლო მაქსიმალური 99 დოლარი ან ევრო. სარგებელი შეადგენს ფიქსირებულ 2$-ს ან 2 ევროს თვეში. გადასახადის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად, ორ თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ. შესაძლებელია ძირი თანხის ეტაპობრივი შემცირებაც, თუმცა ამ ტიპის სესხზე თანხის მოკლება არ მოქმედებს გადასახდელი პროცენტის ოდენობაზე.
სალომბარდო სტანდარტ სესხი ვალუტაში – სესხის გაცემის მინიმალური თანხაა 100 აშშ დოლარი ან ევრო და მაქსიმალური თანხა გამომდინარეობს ნივთის სალომბარდო შეფასებიდან. სარგებელი შეადგენს გატანილი თანხის 2%-ს თვეში. პროცენტის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად, ორ თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ. შესაძლებელია ძირი თანხის ეტაპობრივი შემცირებაც, რაც იწვევს გადასახდელი პროცენტის შემცირებას.
გრაფიკიანი სალომბარდო სესხი ვალუტაში - სესხის გაცემის მინიმალური თანხაა 100 აშშ დოლარი ან ევრო და მაქსიმალური თანხა გამომდინარეობს ნივთის სალომბარდო შეფასებიდან. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს გატანილი თანხის 4%-ს, საიდანაც 2% არის კომპანიის სარგებელი ხოლო 2% ხმარდება ძირი თანხის შემცირებას, რის შედეგადაც 3 წელიწადში სესხი ავტომატურად იფარება.
No comments:
Post a Comment