"რიკო კრედიტი" საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 1997 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემდგომ, კოპანია საქართველსო ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ეწოდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი", თუმცა კომპანია დღემდე წარმატებით იყენებს თავის ბრენდს - "რიკო კრედიტი" ( რიკო ლათინური სიტყვაა და წარმატებას ნიშნავს).
დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება საქართველოს ბაზარზე მიკროდაკრედიტებით დაკავებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია მოიპოვა. ფაქტია რომ აქტივების სიდიდით საქართველოში არსებულ რამოდენიმე ბანკსაც კი გადაასწრო
შპს მისო "რიკო ექსპრესის" საქმიანობის მოცულობის ზრდასთან ერთად გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. 2011 წლის ბოლოს , კომპანიამ შეისყიდა "HSBC" ბანკის საქართველოს უმსხვილესი აქტივი, პეკინის ფილიალის შენობა, ხოლო 2012 წელს კი საქმიანობა განაგრძო საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, ქალაქ ბათუმსა და ქუთაისში შეიძინა ახალი ფილიალები. ამჟამად, კომპანიას ქალაქ თბილისში გააჩნია თერთმეტი ფილიალი ხოლო რეგიონებში ოთხი ფილიალი, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში (ცენტრალური ფილიალი, მთაწმინდის ფილიალი, დიდუბე-ჩუღურეთის ფილიალი, ვარკეთილის ფილიალი, ნაძალადევის ფილიალი, გლდანის ფილიალი, საბურთალოს ფილიალი, პეკინის ფილიალი, ვაკის სერვის-ცენტრი, ლილოს ფილიალი, რუსთავის ფილიალი, ქუთაისის ფილიალი, ქუთაისის სერვის-ცენტრი, ბათუმის ფილიალი). შპს მისო "რიკო ექსპრესის" ფილიალები და სერვის ცენტრები ფუნქციონირებენ დღეში 24 საათიანი რეჟიმით და მზად არიან სათანადო მომსახურება გაუწიონ საქართველოს მოსახლეობას.